Thursday, January 24, 2013

შოკოლადის დღე


ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 1500 წლის წინ მექსიკის ყურეში ოლმეკების ცივილიზაცია წარმოიშვა. მათი კულტურიდან სამყაროს ბევრი ვერაფერი შემორჩა, მაგრამ ლინგვისტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სიტყვა „კაკაო“ პირველად სწორედ ოლმეკებთან გაისმა ჩ.წ.აღ-მდე 1000 წლის წინ და დაახლოებით „კაკავა“-დ ჟღერდა. და მას მერე საუკუნეების მანძილზე ეთაყვანებოდნენ ინდილეთა სხვადასხვა ცივილიზაციები შოკოლადს - მაიას ტომების რწმენით ღმერთები რიტუალის დროს როგორც წმინდა სასმელს ცხელ შოკოლადს მიირთმევდნენ, აცტეკები კი კაკაოს მარცვლებს საერთოდ ღვთიურ საკვებად მიიჩნევდნენ ...

ძველ დროში ამ ეგოზტიკურ პროდუქტს მხოლოდ სასმელის სახით ეტანებოდნენ. კონკისტადორების მერ ესპანეთიში ჩატანილი ცხელი შოკოლადის რეცეპტი საფრანგეთმა აიტაცა და ლუდოვიკო XIV-ემ დავიდ შაიუს შოკოლადის პირველი მაღაზიის გახსნის ნებაც დართო. მაშინ შოკოლადს აცტეკების უძველესი წესის თანახმად ამზადებდნენ და შესაბამისად, ძლაიან ძვირი იყო: საბრალო მუშები კაკაოს მარცვლებს მუხლზე დაჩოქილი ფქვავდნენ. სწორედ ამიტომ ხდებოდა შკოლადის მასიური „გაყალბება“ დაკეპილი ნუშის მასაში მცირეოდენი კაკაოს გარევის გზით. 1740 წელს ცნობილი ფრანგი ეკონომისტი და სამართალმცოდნე ჟაკ სავარი წერდა, რომ მთელს ევროპაში ყველაზე ცუდი შოკოლადი პარიზში მზადდებოდა. 1732 წელს დიუბიუსონმა სპეციალური მაღალი მაგიდა გააკეთა, რომელიც ქვემოდან თბებოდა და ამან ფაბრიკის მუშებს ფეხზე წამოდგომის საშუალება მისცა.
Chocopologie by Knipshildt

რბილი შოკოლადი პასტილების, ბატონებისა და რულეტების სახით მხოლოდ 1674 წელს გამოჩნდა. შიკოლადის პირველი ფილა კი ბრიტანულმა კომპანია „Fry & Sons”- მა გამოუშვა სახელწოდებით „Chocolat delicieux a Manger”. შოკოლადის წარმოებაში გადატრიალება 1828 წელს მოხდა, როდესაც ინჟინერმა კონრად ვან ჰოუტენმა კაკაოს მარცვლებისგან კაკაოს ცხიმის მისაღებად ჰიდრავლიკური პრესი ააგო. 1879 წელს რვა წლის შეუწყვეტელი ექსპერიმენტების შემდეგ შვეიცარელმა დანიელ პეტერმა გამოუშვა ბაზარზე რძიანი შოკოლადი. იმავე წელს, გამომგონებელმა ბერნიდან რუდოლფ ლინტმა შექმნა ორიგინალური მოწყობილობა და საფუძველი ჩაუყარა შოკოლადი „Fondat“-ის წარმოებას, რომელიც ენაზე დნებოდა. ეს მოწყობილობა იმხელა პოპულარულობით სარგებლობდა, რომ 20 წლის შემდეგ ციურიხელმა კომდიტერმა რუდოლფ შპრიუნგლიმ მის შესაძენად 1,5 მილიონი ფრანკი გადაიხადა რაც იმ დროისათვის 435 კილოგრამი ოქროს ფასის ექვივალენტი გახლდათ. პირველი გლაზირებული შოკოლადი 1900 წლიდან და შოკოლადის კამფეტები გულსართით 1912 წლიდან გაჩნდა. 1980 წელს მსოფლიო საწარმოო შპიონაჟის ისტორიამ შეძრა, როდესაც შვეიცარიელი კომპანიის „Suchard-Tobler”-ის ერთ-ერთი შეგირდი შეეცადა საიდუმლო რეცეპტი რუსეთის, ჩინეთისა და საუდის არაბეთის შოკოლადის მწარმოებლებისთვის მიეყიდა.
Noka Vintages Collection

დღეისათვის მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ბელგიური შოკოლადი მიიჩნევა და არც თუ უმიზეზოდ. ბელგიელები ნიჭიერი ხალხია და შოკოლადის გარდა საქსაფონი, მაქმანი, კარტოფილი ფრი და პრალინეს გამოგონებითაც გაითქვეს სახელი. აი, ყველაზე გემრიელ შოკოლადს კი ბრიუგეში გასინჯავთ, რომელსაც სრულიად დამსახურებულად უწოდებენ შოკოლადის დედაქალაქს. სწორედ ბელგიელები იყვნენ პირველები შოკოლადის კამფეტების გამოგონებაში, როდესაც ხველების საწინააღმდეგო საშუალების შექმნის მცდელობისას, მოკრძალებულმა ბრიუსელელმა აფთიაქარმა იოჰან ნეიჰაუზმა შემთხვევით მწარე შოკოლადი მიიღო.
Delafee

თანამედროვე შოკოლატიეებს ექსპერიმენტების არ ეშინიათ. თავიანთ ქმნილებებში თამამად ამატებენ ისეთ ინგრედიენტებს როგორიცაა, ქონდარა, ფორთოხალი, წიწაკა, შაშკვლამი, ზეითუნის ზეთი და ნაირგვარი პარფიუმერული ესენციები. პრაქტიკულად ყვცელა გემოს შოკოლადი არსებობს თამბაქოდან და შემწვარი ხახვიდან დაწყებლი და ზღვის წყალმცენარეებით დამთავრებული, თუმცა იმასაც ამბობენ ამ უკანასკნელმა არ გაამართლაო. ბელგიელი კონდიტრების მიერ ტროპიკული ყვავილებისგან შექმნილი კამფეტები ადამიანს მსუბუქ ეიფორიაში აგდებს. კონდირების მტკიცებთ, არომატი, გულსართი და ფორმა ყველანაირი შეიძება იყოს, აი, შოკოლადის მასა კი მხოლოდ ნატურალური კაკაოს პროდუქტებისგან უნდა მზადდდებოდეს. განსაკუთრებული რეცეპტები თაობიდან თაობაზე ანდერძით გადადის.
Godiva

და რაც არ უნდა გასაოცრად მოგვეჩვენოს მსოფლიოში ყველაზე ძვირფას შოკოლად, ამერიკელები აწარმოებენ. და მისი რეცეპტიც 2007 წელს დანიელმა კონდიტერმა შექმნა.
ამერიკული ჟურნალი „Forbes“-ის მიერ გამოქვეყნებული უძვირფასესი და ექსკლუზიური შოკოლადების რეიტინგი დღეისათვის ასეთია:
რეიტინგში პირველ ადგილზე ამერიკული კომპანია „Chocopologie by Knipshildt“-ი გახლავთ. კონექტიკუტის შტატში მდებარე კომპანია შოკოლადის ბიზნესში 100 წელზე მეტია რაც მოღვაწეობს და მის პროდუქციაზე მოთხოვნილება დღემდე იზრდება. ამ შოკოლადებს სიამოვნებით მიირთმევენ, როგორც თეთრ სახლში, ასევე ბუკინგემის სასახლეში (ინგლისის დედოფალს ყვარებია განსაკუთრებულად). ერთი გირვანქა (453 გ) შოკოლადი კი 2600 ამერიკული დოლარი ღირს.
Richart

მეორე ადგილს კვლავაც ამერიკულიო კომპანია „Noka“ იკავებს სრულიად დამსახურებულად. ამ შოკოლადის ფასი ერთ გირვანქაზე 854 ამერიკული დოლარია. საკოლექციო სერია „Noka Vintages Collection“-ის 10 სხვადასხვა ვარიანტი გამოდის და მისი ფასი კოლოფში კამფეტების ოდენობაზეა დამოკიდებული. ყველაზე პატარა ოთხკამფეტიანი ყუთი 16 დოლარი ღირს. რა გასაკვირია, რომ ეს ნუგბარი ვენესუელა და ეკვადორიდან შემოტანილი საუკეთესო კაკაოსგან მზადდება. „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებაზე დამატებით პრიზად ზუსტად „ვინტაჟის“ შავი შოკოლადი აირჩიეს.
მესამე ადგილზე შვეიცარიული კომპანია „Delafee“ გავიდა. გირვანქის ღირებულება 508 ამერიკული დოლარია. ამ შოკოლადს ყველაზე დახვეწილი გემოვნების მქონე გურმანებიც კი განსაკუთრებულად აფასებენ. მის შემადგენლობაში განადან და ეკვადორიდან შემოტანილი კაკაოს მარცვლებიდან ნაწარმოები 56%-იანი ნატურალური შოკოლადი შედის. ორიგინალური რეცეპტიდან გამომდინარე, შოკოლადი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ არომატს და გემოს წლების მანძილზე ინარჩუნებს. მისი გასინჯვისას კიდევ ერთხელ ვწმუნდებით, რომ მსოფლიოში საუკეთესო შოკოლადს მართლაც შვეიცარიელები ამზადებენ.
Patchi

მეოთხე ადგილზე გასული შოკოლადი სრულიად ამართლებს თავის სახელწოდებას „ღვთაებრივი“. „Godiva“ გულგრილს არავის არ ტოვებს. დახვეწილი გაფორმება და მართლაც ღვთაებრივი გემო ყველას ხიბლავს და მისი არყიდვა შეუძლებელია. მით უმეტეს, რომ ფასიც შედარებით დაბალი აქვს. ნიუ-იორკული კომპანია გირვანქა შოკოლადს სულ 120 ამერიკულ დოლარად ყიდის.
კომპანია „Richart“-ის ფრანგული შოკოლადი მსოფლიო ბაზარზე უკვე 86 წელია რაც მოღვაწეობს. მისი ფასიც 120 ამერიკული დოლარია გირვანქისთვის, რაც საშალებას იძლევა გურმანების მაგიდაზე უფრო ხშირად მოხვდეს. განსაკუთრებული პოპულარობით ნაკრები „Petit Richart“-ი სარგებლობს, რომელშიც 49 სხვადასხვა სახეობის კამფეტი დევს.
პირველ ხუთეულზე დაწვრილებით ვისაუბრეთ, დანარჩენი ადგილები ასე განაწილდა: 6. „Pierre Marcolini“ - გირვანქა 102$; 7. „Debauve&Callais“ - გირვანქა 94$; 8. „Chuao“ - გირვანქა 79$; 9. „Richard Donnely“ - გირვანქა 75$; 10. „Voges haut Chocolat“ - გირვანქა 69$; 11. „La Masion du Chocolat“ - გირვანქა 65$; 12. „Michel Cluizel“ - გირვანქა 50$; 13. „Jacques Torres Chocolate“ - გირვანქა 50$.

ამ რეიტინგში არშესული ყველაზე ძვირადღირებული შოკოლადის ნაკრები ბრიტანეთში გაიყიდა. მაღაზიათა ქსელ „Harrdos“-ში 2009 წელს გაყიდვაში გავიდა ეგრეთ წოდებული „ბანბანერკა“, რომლის ფასსაც 5000 გირვანქა სტერლინგი შეადგენდა. შოკოლადის შედევრის მწარმოებელი ლიბანური საკონდიტრო ფაბრიკა „Patchi“ გახლდათ. ერთ კოლოფში ოქროთი და სვაროვსკის კრისტალებით მორთული ხელით ნამუშევარ ინდურ აბრეშუმში სათითაოდ გახვეული, 49 შოკოლადის კამფეტი დევს. თავად ძვირფასი ყუთი ტყავითა და აბრეშუმითაა გაფორმებული და კამფეტების ერთმანეთისგან გამყოფ ძგიდეებად პლატინის და ოქროს ფირფიტები ალაგია. კოლოფის ექსკლუზიური და დახვეწილი დიზაინი თავად ქარხნაში მოიფიქრეს. ეს ხელოვნების ნიმუში კაკაოს საუკეთესო ჯიშებისგან შექმნილი განსაკუთრებული რეცეპტითაა დამზადებული. „Harrdos“-ის წარმომადგენელმა ანდრე დანგმა განაცხადა, რომ მათი პროდუქციის მომხმარებლთა დიდი ნაწილი „wow“- ფაქტორის მქონე პროდუქტის შეძენის სურვილს გამოთქვამდა და შოკოლადის ეს სერია იმათთვისაა, ვისაც დაუვიწყარი სამახსოვრო საჩუქრის გაკეთება უნდა. მით უმეტეს, რომ კოლოფის შეგთავსის არჩევა, „Patchi“-ის ფართო ასორტიმენტიდან გამომდინარე საკუთარი გემოვნებით შეიძლება. თანაც, გათვალისწინებულია ყუთში მისალოცი ბარათისა და სასიყვარულო წერილის ჩადების შესაძლებლობაც. ყველაზე ძვირადღირებული ნაკრები - ახალი ლუქს კლასის ხაზის „High Life“- ს პრემიალური პროდუქტების მხოლოდ ერთი ნაწილია.
ნამდვილი შოკოლადის სიძვირე მისი შემადგენლობის და კაკაოს სიძვირითაა გამოწვეული. ჩემთვის და მომხმარებელთა ფართო მასებისთვის სანწუხაროდ შოკოლადის შოკოლადი ძალიან ცოტა დარჩა: სპეციალისტები ამბობენ, დღეისათვის მასიურ წარმოებაში არსებული შოკოლადის ბატონებს, ფილებს და კამფეტებს ნამდვილ შოკოლადთან საერთო პრაქტიკულად აღარ აქვთ. საქმე იმაშია, რომ მსხვილი კომპანიების ნაწამისთვის სავალდებულოა შენახვის დიდი ვადა. გარდა ამისა, ფასიც დაბალი უნდა ჰქონდეს. რაც იმას ნიშნავს, რომ მწარმოებლები იაფიან პროდუქციასა და კონსერვანტებს იყენებენ. ცნობილი შოკოლატიე რიჩარდ დონელი, რომელიც თავისი კლიენტებისთვის საკუთარი ხელით ამზადებს ექსკლუზიურ შოკოლადს ამბობს: „ჩვენი მიზანია შოკოლადისთვის დაუვიწყარი გემოს მინიჭება, და ცხორება ძალიან მოკლეა იმისთვის, რომ იაფფასიან შოკოლადზე ვხარჯოთ“.



Wednesday, January 23, 2013
















შოკოლადის დღე

დღეს, 11 ივლისს ტკბილეულის მოყვარულები აღნიშნავენ შოკოლოადის საერთაშორისო დღეს (World Chocolate Day-ს). ეს დღე პირველად საფრანგეთში აღნიშნეს 1995 წელს. არსებობს ცნობები, იმის შესახებ, თუ ვინ დაიწყო პირველად შოკოლადის დამზადება:ესენი იყვნენ აცტეკები. ისინი შოკოლადს "ღმერთის საზრდოს" უწოდებდნენ. ესპანელმა კონკისტადორებმა, რომლებმაც პირველად წაიღეს ეს პროდუქტი ევროპაში, მეტსახელად "შავი ოქრო" უწოდეს და მისი გამოყენება დაიწყეს, რათა უზრუნველყოთ ფიზიკური ძალა და გამძლეობა. ცოტა მოგვიანებით შოკოლადის მოხმარება შეზღუდული გახდა არისტოკრატთა წრეებში. მე-20 საუკუნის დასაწყისში ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა ეს "ძვირფასი" პროდუქტი.

თანამედროვე მეცნიერები ამტკიცებენ, რომ შოკოლადში არის ისეთი ელემნტები, რომლებიც ხელს უწყობენ
დასვენებას და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას. მას შესწევს ძალა გააუმჯობესოს განწყობა.
არსებობს ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც შოკოლადს შეუძლია დაბერების პროცესი შეანელოს.
ცნობილია, რომ შოკოლადი შეიცავს ნუტრიენტებს, მათ შორის ცხიმებს, ამიტომ ის ძალიან კალორიულია.

შოკოლადის სახელოსნო



რა არის ყველაზე გემრიელი, ანტიდეპრესანტი და მკურნალი ტკბილეული ?

ამის პასუხი კი რა თქმა უნდა ღმერთების სასმელი შოკოლადია, სასმელი იმიტომ რომ თავიდან შოკოლადი თხევად მასას წარმოადგენდა და ამის აღმოჩენას კი მაიას ტომებს უნდა ვუმადლოდეთ... ამ ტომის წარმომადგენლებს კაკაოს ღმერთის სჯეროდათ და სხვადასხვა რიტუალების დროს მას როგორც წმინდა სასმელს ისე სვამდნენ. აღსანიშნავია, რომ იმ დროს კაკაოს ნაყოფს ფულის ფუნქციაც ჰქონდა! მაგალითად, მონის ყიდვა კაკაოს 100 ნაყოფით შეიძლებოდა. აღსანიშნავია, რომ შოკოლადის მყარი სახით წარმოება მხოლოდ XIX საუკუნის 70_იან წლებში დაიწყეს.

რა კარგია როდესაც ასეთი გემრიელი მკურნალი არსებობს! :) საუკეთესოა ენერგიის აღსადგენად შოკოლადი... საინტერესოა სად შეიძლება ნამდვილი შოკოლადის დაგემოვნება ყოველგვარი კონსერვატების გარეშე. ასეთი ადგილი კი - შოკოლადის სახელოსნოა! სადაც უამრავი ფორმის შოკოლადის ფიგურებს აღმოაჩენთ და ზოგადად შოკოლადის ნაწარმის ფართო არჩევანის წინაშე დადგებით. შეგიძლიათ არა მხოლოდ ამ გემრიელი ნაწარმის ყიდვა არამედ იქვე სასიამოვნო გარემოში ჩამოსხდომა მეგობრებთან ერთად და დაგემოვნება.








შოკოლადის სახელოსნო Aztec's ლესელიძის 27 -ში მდებარეობს!


ასეევე ბელიაშვილის 12 ნომერშიც არის ,,შოკოლადის სახელოსნოს" კაფე, სადაც გარდა შოკოლადებისა და ცხელი სასმელისა, აქვთ ბლინების ფართო ასორტიმენტი და მაფინები. ასევე, ბელიაშვილის 12 ნომერში მდებარე კაფეში არსებობს სამზარეულო, სადაც კეთდება შოკოლადები და მსურველებს შეუძლიათ თვალი ადევნონ პროცესებს გამჭვირვალე ვიტრინიდან...

ასე რომ, თუკი ბელიაშვილზე მოხვდებით, არ დაგავიწყდეთ შეირბინეთ , დააგემოვნეთ და თვალყური ადევნეთ შოკოლადების დამზადებას





ყველაზე დიდი შოკოლადის მატარებელი


ყველაზე დიდი შოკოლადის მატარებელი

დაუჯერებელია, მაგრამ ჭეშმარიტებაა. ბელგიის დედაქალაქში, ყოველწლიურ შოკოლადის გამოფენაზე, დამზადებული იყო მატარებელი მხოლოდ ძვირფასი ბელგიური შოკოლადით. 784 საათი გახდა საჭირო, რომ დაემზადებინათ 34 მეტრიანი საოცრება. დადგენილია, რომ მატარებლის კალორიულობაა ექვსი მილიონ ნხევარი. ამ შედევრის შემქმნას ხელმძღვანელობდა ცნობილი შოკოლადის მალტური ენდრიუ ფარუგია. მატარებელი დაამზადეს სპეციალურად „Brussels Chocolate Week“-ისთვის. ეს არის ყველაზე გრძელი შოკოლადის სკულპტურა. ღონისძიებას ესწრებოდნენ წარმომადგენლები მსოფლიო გინესის რეკორდების, რომლებმაც ჩაიწერეს რეკორდი. მატარებელი იწონის 1285 ფუნტს.